reportiori.ge - რატომ უხდიან მეტს ზოგიერთ თანამშრომელს ერთსა და იმავე თანამდებობაზე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:17
სხვადასხვა
რატომ უხდიან მეტს ზოგიერთ თანამშრომელს ერთსა და იმავე თანამდებობაზე?
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 13:38


ერთხელ მუშა პატრონთან მივიდა და ჰკითხა:


- ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ მიხდი მხოლოდ 2 მანეთს კვირაში, მაშინ როცა ლუკიანს - 15-ს?


პატრონმა არაფერი უპასუხა, ფანჯარაში გაიხედა და თქვა:


- მგონი, ვიღაც მოდის. იქნებ თივას ყიდიან? ნამდვილად გვჭირდება ზამთრისთვის. წადი, ნახე.


- კარგი, ახლავე.


მუშა გავიდა. ზუსტად ერთ წუთში დაბრუნდა და ეუბნება:


- ჰო, თივას ყიდიან.


- სადაური თივაა? შემთხვევით ელისეს მინდვრებიდან ხომ არა?


- არ ვიცი.


- მიდი და ჰკითხე.


ისევ გავიდა და დაბრუნდა:


- მართალია, ელისეს მინდვრებისაა.


- რომელი ცელვისაა?


- აბა, რა ვიცი?


- როგორ თუ, არ იცი? დაბრუნდი და გაიგე.


წუთის მერე მუშა ბრუნდება:


- ამბობენ, პირველისო.


- კარგია, და რამდენად ყიდიან?


- არ მიკითხავს...


- უნდა გეკითხა. გაიგე და მითხარი.


ცოტა ხანში მუშა დაბრუნდა:


- ერთი ურემი 25 მანეთი.


- ძვირია... ცოტა იაფად არ მოგვცემენ?


ამ დროს, მათ საუბარი ლუკიანმა შეაწყვეტინა, რომელიც ის-ის იყო შევიდა ოთახში:


- ბატონო, ბოდიშს ვიხდი, რომ საუბარს გაწყვეტინებთ, მაგრამ თივა იყიდება ელისეს მინდვრებიდან, პირველი ცელვისაა, 25 მანეთად ყიდიან, მაგრამ მოვახერხე და 18-ზე დავითანხმე. უკვე ეზოში შემოვიდნენ.


ბატონს გაეღიმა, პირველ მუშას მიუტრიალდა და ეუბნება:


- აბა, ახლა მიხვდი, რატომ გიხდი შენ 2 მანეთს და ლუკიანს 15-ს?

 

 

 

თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016