reportiori.ge - ლევან ბერძენიშვილი: საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ ზაფხულიდან უნდა წავიდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:58
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ ზაფხულიდან უნდა წავიდნენ
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 14:03


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას ზაფხულიდან შეძლებენ. ლევან ბერძენიშვილმა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებზე პარლამენტში სტაჟიორებთან შეხვედრაზე ისაუბრა:


„საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ ზაფხულიდან უნდა წავიდნენ. პირველ ხანებში, საზღვარზე, მკაცრი მოთხოვნა იქნება. რისი უფლებაც აქვთ, იკითხავენ. გვკითხავენ - გვაქვს თუ არა მოწვევა, ვინმე გვხვდება თუ არა, რამდენი ხნით მივდივართ, გვაქვს თუ არა წასვლა-წამოსვლის ბილეთი, სად ვაპირებთ იქ ცხოვრებას.

 

პასუხად - „იქ რამეს მოვახერხებ", - შეიძლება არ მოეწონოთ და გვკითხავენ, დღეში 50 ევრო გვაქვს თუ არა. შეგვიძლია ყოველ 180 დღეში ევროპაში 90 დღე დავყოთ. ისეთი მომენტი არ უნდა დადგეს, რომ რომელიმე რიცხვიდან 180-90 დღე გავიდეს და შესაბამისი სანქციები ამოქმედდეს. შემდეგ მიგვეჩვევიან და ამ კითხვებს აღარ დაგვისვამენ.


უნიათო მთავრობას გვიწოდებენ, მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს, რადგან უნაითო მთავრობა 400 რეგულაციის დაწესებას ვერ შეძლებდა, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციას სჭირდებოდა. საქართველომ ისეთი ურთულესი კანონების მიღება შეძლო, რაც საზოგადოებაში მოწონებული არ იყო. მმართველმა პარტიამ ისეთი კანონებიც მიიღო, რის გამოც ხმები დაკარგა", - განაცხადა ბერძენიშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016