კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა ბრიუსელში ევროკავშირის მინისტრების თითქმის ერთსაათაიანი შეხვედრა უკრაინასთან დაკავშირებით. ევროკავშრის საგარეო ხელმძღვანელი, ქეტრინ ეშტონი იმედს გამოთქვამს, რომ ნოემბრის ბოლოს, ვილნიუსში, უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. გერმანიის საგარეო უწყების პირველმა პირმა კი კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინას, გამოიყენოს დარეჩენილი დღეები, შეასრულოს წაყენებული პირობები, მათ შორის გაათავისუფლოს იულია ტიმოშენკო.
„პრეზიდენტ იანუკოვიჩსა და ბაროზოს შორის საკმაოდ პროდუქტიული საუბარი შედგა. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვილნიუსის სამიტი წარმატებით ჩატარდეს და იმედი მაქვს, უკრაინა შეთანხმებას ხელს მოაწერს. ვფიქრობ, მოლაპარაკებები ევროკომისარ შტეფან ფულესა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის ამ მიზანზე იქნება ორიენტირებული", - განაცხადა საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ქეთრინ ეშტონმა.