„ქართული ოცნება – თბილისის“ თავმჯდომარის გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურზე უმრავლესობის წევრები უკვე შეთანხმებული არიან. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა კანდიდატურის ვინაობის გახმაურებისგან თავი შეიკავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს შესაძლოა იყოს ირაკლი შიხიაშვილი, თუმცა მუსხელიშვილი და ფრაქცია „დედაქალაქის“თავმჯდომარე, კოკი იონათამიშვილი დადასტურებისგან თავს იკავებებენ. ცნობისთვის, საკრებულოში სხდომა ხვალისთვის არის დაგეგმილი. 26 ივლისს სხდომაზე პირველ საკითხად საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის თავჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის, ასევე საკრებულოს ახალი თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და 13 კომისიის თავმჯდომარეების არჩევის საკითხი განიხილება.