reportiori.ge - „ჩემს მანქანაში გაისმა გასროლის ხმა, დავინახე სისხლიანი კაცის თავი“- დავით პოპოვი ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის დეტალებს იხსენებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:10
სამართალი
„ჩემს მანქანაში გაისმა გასროლის ხმა, დავინახე სისხლიანი კაცის თავი“- დავით პოპოვი ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის დეტალებს იხსენებს
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 21:19


ბიძინა კუჭავას საქმის ერთადერთი მოწმე, დავით პოპოვი, რომლის მანქანაშიც კუჭავამ თავი მოიკლა „მაესტროსთან" თვითმკვლელობის დღესა და ბიძინა კუჭავასთან მისი ურთიერთობის დეტალებს იხსენებს. 



„პირველად ბიძინა კუჭავას 30 დეკემბერს შევხვდი. საქართველოში 28 დეკემბერს ჩამოვფრინდი თბილისი-მოსკოვის რეისით. როდესაც მოვფრინავდი, მოსკოვში მყოფმა ჩემმა მეგობარმა მითრხა, რომ თბილისში ბიძინა კუჭავას უნდა შევხვედროდი, იმ მიზეზით, რომ ბიძინას რაღაც პროექტი ჰქონდა. მე უბრალოდ  უნდა გამერკვია, თუ რა ბიზნეს-პროექტი ჰქონდა.


30-ში ბიძინას დათქმულ ადგილას, გლდანში შევხვდი. ამ კაცს ბიზნეს პროექტი ჰქონდა აფრიკაში, რისთვისაც დიდი თანხები იყო საჭირო,  780 000 დოლარამდე სჭირდებოდა. საქმე ოქროს მოპოვებას ეხებოდა, რაც ჩემთვის მისაღები არ აღმოჩნდა. ამაზე უარი ვუთხარი.


16 იანვრამდე ბიძინა არც მინახავს. 16-ში გვიან, დაახლოებით თორმეტი საათისთვის დამირეკა ჩემმა მეგობარმა, გოჩა კუჭავამ  და მთხოვა, რომ ბიძინას რაღაც პრობლემა ჰქონდა და გამერკვია თუ რა ხდებოდა.  რამდენიმე წუთში გადავრეკე ბიძინასთან და შევთანხმდით შეხვედრაზე ისევ იმ ადგილას, გლდანში.


მანქანაში არაფერზე არ გვისაუბრია. როდესაც მანქანა გავაჩერე წინ იდგა ტაქსი, ტაქსიდან კაცი გადმოვიდა და ჩემს მანქანაში ჩაჯდა, ეს იყო ბიძინა კუჭავა. ბიძინა სახლში წავიყვანე. ვკითხე, თუ რა პრობლემა ჰქონდა, რაზეც მითრხა, რომ დიდი პრობლემა ჰქონდა და ქვეყნიდან წასასვლელად მხოლოდ 24 საათი ჰქონდა დარჩენილი.


მითხრა, რომ 17 იანვარს ოთხი საათისთვის გადიოდა რეისი თბილისი- მინსკი, მან ფული მთხოვა. ბილეთი არ ჰქონდა, მე ბილეთის ფული მთხოვა. მას თან ჰქონდა 160 ლარამდე. ვუთხარი, რომ ბილეთები არ ვიცი რა ღირდა და დავპირდი, რომ სახლში რაც მქონდა ფული, მივცემდი. ჩემს მეუღლეს ვთხოვე ბილეთის ფასი გაეგო, მეუღლემ გაარკვია, რომ ბილეთი  600 ლარი ღირდა. თანხა არ გვყოფნიდა, მე მხოლოდ 250 ლარამდე მქონდა, ბიძინას კი 160 ლარი.


შემდეგ მთხოვა ჩემს სახლში, ჩემი ინტერნეტით ესარგებლა, რადგან შეემოწმებინა რამდენი თანხა ჰქონდა კარტაზე. როდესაც შეამოწმა, მითხრა, რომ ფული ჰქონდა. თქვა, რომ  ფული ან „ვაგზალზე" უნდა მოეხსნა, ან კოსტავას ქუჩაზე.


წამოსვლისას მეუღლემ მთხოვა, რომ ჩემტან ერთად წამოვიდოდა, რადგან მე გზები კარგად არ ვიცი და თან მანქანა მეუღლეზეა გაფორმებული. წავედით სამივე, მე და ჩემი მეუღლე წინ დავსხედით, კუჭავა უკან იჯდა. მივედით ფილარმონიასთან, გადავიდა კუჭავა, შევიდა „აჭარაბეთში", 10 წუთში გამოვიდა და ისევ მანქანაში ჩაჯდა. ჩაჯდომისას უკან იდგა პატრული, მან პატრულს რაღაცა უთხრა და ჩაჯდა მანქანაში. წავედით აეროპორტისკენ. როგორც კი გავედით სანაპიროზე, პატრულმა გაგვაჩერა. მოვიდა საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი და მითხრა, რომ საბუთები წარმედგინა. პატრულის თანამშრომელი უკანვე დაბრუნდა ძალიან მალე და მანქანაში მყოფების საბუთები მომთხოვა.


როდესაც ბიძინა კუჭავას საბუთები მოსთხოვეს, უკანა შუშა ჩავუწიე, მან საბუთები მიაწოდა. როგორც კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჩემს მანქანას გასცდნენ, უცბათ მოცვივდნენ შავი ჯიპებით შეიარაღებული ხალხი. მათ გვიბრძანეს ხელები აგვეწია. ამ აურზაურში ჩემს მანქანაში გაისმა გასროლის ხმა. უკან გავიხედე და დავინახე სისხლიანი კაცის თავი.


ერთადერთი დავინახე, რომ ჩემი მეუღლე ცალკე გაჰყავდათ. დანარჩენი ეს იყო, რაც მოხდა, ძალიან დაბნეული ვიყავი."- იხსენებს პოპოვი.   


ბიძინა კუჭავას  მისი ნათესავის, სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობა ედება ბრალად.


 





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016