reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილმა „TATA“ ჯგუფის თავმჯდომარეს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:46
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა „TATA“ ჯგუფის თავმჯდომარეს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 22:40


 

Tata Sons Ltd - საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს" - შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და TATA SONS LTD თავმჯდომარე საირუს მისტრისთან დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა.


შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საირუს მისტრისი ინდური სასტუმროების ქსელების სამუშაო ჯგუფთან ერთად საქართველოს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ საინვესტიციო გარემოს.
TATA საქართველოში უკვე ახორციელებს რამდენიმე მსხვილ პროექტს. ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა 33,4 მლნ. დოლარს შეადგენს.


TATA ჯგუფი მოიცავს 100-ზე მეტ ოპერატორ კომპანიას ბიზნესის 7 სექტორში: კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმიანობა, მასალები, მომსახურება, ენერგეტიკა, სამომხმარებლო პროდუქცია და ქიმიკატები.


ჯგუფი მოქმედებს 100-ზე მეტ ქვეყანაში 6 კონტინენტზე.
2015 წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 109 მილიარდი ამერიკული დოლარი, სულ დასაქმებული ყავს 600 ათასი ადამიანი.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016