reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:00
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 10:28


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილია სესიაზე - Eurasia and the Modern Silk Road.



გიორგი კვირიკაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს „მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში", სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები, დაესწრება სამუშაო შეხვედრებს სახელწოდებით, „შეხვდი ევროკომისიას" და „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია: ევროპის ახალი დღის წესრიგი".



საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რიგით 46-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად დავოსში 20 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან პირისპირ შეხვედრებსაც მართავს.



საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, შვეიცარიას 22 იანვარს დატოვებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016