reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: დღეს საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან ძლიერია, როგორც არასდროს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:07
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან ძლიერია, როგორც არასდროს
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 11:32


ატლანტიკური საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინტერვიუ, რომელიც მან უცხოელ ჟურნალისტს აშიშ კუმარ სენის მისცა. საქართველოს მთავრობის მეთაური ინტერვიუში ამბობს, რომ ღია კარის პოლიტიკას, რომელიც NATO-მ 2015 წლის დეკემბერში გამართულ მინისტერიალზე დაანონსა, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.


„დღეს საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან ძლიერია, როგორც არასდროს", - ამბობს კვირიკაშვილი.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე - აქვს თუ არა მოლოდინი, ვარშავის სამიტზე საქართველო MAP-ს თუ არა, საგზაო რუკას მაინც მიიღებს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი, რა კონკრეტული შედეგები იქნება NATO-ს სამიტზე ვარშავაში:


„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ NATO-ს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება საქართველოს ქმედებებზე, დააფიქსირებს საქართველოს პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და დაგვაახლოვებს ალიანსში გაწევრიანების ჩვენს საბოლოო მიზანთან.

 

საქართველოში მიმდინარე ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმების მთავარი მიზანია, მოხდეს ქვეყნის მოდერნიზება და დააყენოს ის დემოკრატიისა და კეთლდღეობის შეუქცევად გზაზე. საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხედავს, როგორც შესაძლებლობას, მიაღწიოს ამ მიზნებს და შეინარჩუნოს ისინი მომავალში. პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში იქნება კარგი სტიმული საქართველოს მოსახლეობისთვის, გააგრძელოს რეფორმების მხარდაჭერა. ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს და არ ველით სწრაფ პროგრესს ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, დავანახოთ ჩვენს ხალხს, რომ პროცესი არ შეჩერებულა და მას საგრძნობი შედეგი მოაქვს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

 

 

 

http://www.atlanticcouncil.org/blogs/new-atlanticist/keeping-georgia-s-nato-dream-alive

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016