reportiori.ge - პარლამენტი საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:09
პოლიტიკა
პარლამენტი საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 11:38


პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს.


დღეს პარლამენტში პირველი საკომიტეტო სხდომა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დანიშნა, სადაც საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყება. 


საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის წევრებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს.


მთავრობის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დეპუტატებმა შსს-ს წარმომადგენლებთან ე.წ. სამუშაო შეხვედრა გამართეს.


პარლამენტის წევრებს აქვთ შენიშვნები და განსხვავებული მოსაზრებები.


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გარდა, აღნიშნული ინიციატივის განხილვის და დასკვნის მომზადების ვალდებულება აქვს ადამიანის უფლებათა დაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს. წამყვანი კომიტეტი კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. სწორედ საკომიტეტო განხილვების დასრულების შემდეგ გავა საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016