reportiori.ge - „ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე დაასრულოს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:50
პოლიტიკა
„ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე დაასრულოს“
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 12:27



სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიზნით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა და ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე დაასრულოს. განცხადება ჰანმა გუშინ გამართულ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

„საქართველომ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისთვის შთამბეჭდავი ძალისხმევა გასწია, შედეგები უკვე შესამჩნევია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდის კუთხით. სხვა ინდიკატორებიც იმედის მომცემ ნიშნებს გვაძლევს.

 

ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამ დაამტკიცა, რომ იგი არის ეფექტური ინსტრუმენტი რეფორმების წახალისებაში. თუმცა, საქართველო გასცდა სამოქმედო გეგმის ნიშნულებს და გადადგა უფრო მეტი ნაბიჯები სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირების კუთხით. ამის შედეგი იყო ჩვენი დადებითი ანგარიში გასული წლის დეკემბერში", - განაცხადა ჰანმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016