reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:01
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 13:55


შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.


შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და მარკ რუტემ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. 


საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მარკ რუტეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეები შეთანხმდნენ მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების განხორციელებაზე.


ნიდერლანდების რესპუბლიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის.


აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 50 ყველაზემსხვილი ინვესტორების ნუსხაში წარმოდგენილია 11 ინვესტორი ნიდერლანდების სამეფოდან, ხოლო 2015 წლის ორი კვარტლის მონაცემებით იგივე მაჩვენებელი შეადგენს 10-ს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016