პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: არავისთვის ხელი არ დამირტყამს, რომელი რემბო მე მნახეთ
21 იანვარი, 2016. 14:08
დეპუტატი თამაზ მეჭიაური პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილისთვის ხელის დარტყმას არ ადასტურებს.
„არავისთვის ხელი არ დამირტყამს. რომელი რემბო მე მნახეთ. გგონიათ, ამხელა აქციას ხელით მარტო მოვერეოდი? საჭეც არავის ეკავა და რა უნდოდათ, ისიც არ ვიცი", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მეჭიაურმა ასევე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტმა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხი ისე უნდა გადაწყვიტოს, რომ არც რიგითი მოქალაქეები დაზარალდნენ და არც იმპორტიორები.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დეპუტატ თამაზ მეჭიაურსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის მტკიცებით, აღნიშნულის გამო მას დეპუტატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში გაარტყა.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27