reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი ვიქტორია ნულანდს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:01
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ვიქტორია ნულანდს შეხვდა
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 14:13


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.


ვიქტორია ნულანდმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს.ვიქტორია ნულანდმა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.


შეხვედრაზე განხილული იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და მხარდაჭერა. საუბარი ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესაძლებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ საქართველოს და ამერიკის მთავრობების გაცვლით ვიზიტებზე. ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე და თბილისში სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში პლენარული სესიის გამართვის საკითხებზე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016