საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით პროკურატურის პასუხს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სწორედ საზოგადოების დაცულობის და ინფორმაციის მიწოდების მიზნით ითხოვა ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებზე არსებული ინფორმაციის გასაჯაროება.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, განხორციელდა თუ არა მართლმსაჯულება სისტემური და ძალადობრივი დანაშაულის მიმართ.
კითხვები კვლავ არსებობს, მაგრამ პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმაზე მეტი იყო, რაც დღემდე ჰქონდა საზოგადოებას.
ამ საკითხით ჩვენ კვლავ დაინტერესებულნი ვართ და უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრები მთავარ პროკურატურასთან და სახალხო დამცველთან", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.