reportiori.ge - შალვა ხუციშვილი: ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, წელიწადში საშუალოდ 600-მდე ადამიანი იღუპება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:49
სამართალი
შალვა ხუციშვილი: ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, წელიწადში საშუალოდ 600-მდე ადამიანი იღუპება
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 14:34


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატებს ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს აცნობს, განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, წელიწადში საშუალოდ 600-მდე ადამიანი იღუპება და ამ მაჩვენებლებით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ.



ამ მხრივ ძალიან ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს. საგზაო მოძრაობისას დაღუპულთა კუთხით ჩვენზე წინ არის მხოლოდ რუსეთის ფედერაცია და სომხეთი. ამას რომ დავამატოთ სხვადასხვა რისკები, რასაც ექსპერტები მიუთითებენ, ეს არის ქაოსური მოძრაობა, ეს უარყოფითად აისახება ტურისტულ, ტრანზიტულ პოტენციალზე. მხოლოდ თბილისის მასშტაბით დასახიჩრებულ პირებზე მთავრობა დაახლოებით 10 მილიონამდე ლარს ხარჯავს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.



„საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016