reportiori.ge - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:55
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 15:08


საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. იოვან პოპოვიჩის გუნდმა თურქეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 12:11 დაამარცხა.


საქართველოს  ნაკრები დამოუკიდებლობის შემდეგ მეორედ თამაშობს ევროპირველობაზე, თურქეთთან დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება კი პირველი და შესაბამისად ისტორიულია.


სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუნდმა პირველი ტაიმი 8:4 მოიგო და თითქოს თამაში გამარჯვებამდე მშვიდად უნდა მიეყვანა, მაგრამ თურქებმა ნელ-ნელა უპირატესობა გააბათილეს. გადამწყვეტი მარკო ელაჩას გოლი იყო, რომელიც ხორვატმა ლეგიონერმა მატჩის დასრულებამდე 42 წამით ადრე გაიტანა და ანგარიში 12:10 გახადა.


თურქებმა დარჩენილ დროში ერთი გოლის გაქვითვაც მოასწრეს, გამარჯვება კი საქართველოს ნაკრებს დარჩა, რომელიც 22 იანვარს მე-13 ადგილისთვის მატჩში სლოვაკეთს დაუპირისპირდება.


თურქეთის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი მიხეილ ბაღათურია იყო 3 გოლით, 2-2-ჯერ აიღეს მეტოქის კარი დამირ ცრეპულიამ, მარკო ელეზმა და ზურაბ რურუამ. თითო გოლი კი ბექა ქავთარაძემ, მარკო ელაჩამ და კონსტანტინე გეგელაშვილმა გაიტანეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016