reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:47
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 15:31


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო ცდილობს, განავითაროს ეკონომიკური კავშირები არამხოლოდ ევროკავშირთან და რეგიონის ქვეყნებთან, არამედ რუსეთთანაც.


„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ ინფრასტრუქტურისა და რკინიგზის მოდერნიზებისთვის. ვასრულებთ მაგისტრალის მშენებლობას. ვმუშაობთ საკმაოდ აქტიურად ჩვენს მეზობლებთან ერთად იმისთვის, რომ განვავითაროთ სამხრეთ კავკასიის რეგიონი. ყაზახეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გვაქვს პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა. სარკინიგზო ხაზის შედეგად კომპანიებს, რომლებსაც ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით პროდუქციის ტრანსპორტირება ძვირი უჯდებათ, ხარჯები უმცირდებათ.

 

ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. ყველაზე დაბალი გადასახადების კუთხით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ. წელს ვაპირებთ მოგების გადასახადის გაუქმებას და საგადასახადო ადმინისტრირების კიდევ უფრო ლიბერალიზებას. ასევე ვგეგმავთ ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაბამისად მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016