reportiori.ge - „დღის წესრიგშია მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას ემსახურება“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:06
პოლიტიკა
„დღის წესრიგშია მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას ემსახურება“
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 16:00


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით.


ვგეგმავთ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას (ლაპარაკია ანაკლიის პორტზე). მშენებლობა დაიწყება უახლოეს მომავალში. გარდა ამისა, ჩვენს დღის წესრიგში არის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ემსახურება საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას. საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. ჩვენ, ასევე ვლიდერობთ გადასახადების სიმცირის თვალსაზრისითაც. წელს, დაგეგმილი გვაქვს მოგების გადასახადის გაუქმება. ვახორციელებთ გადსახადების ადმინისტრირების ლიბერალიზაციას და ვატარებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც მომდინარეობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრციდან. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ევროკავშირთან. ახალახან, ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან მსგავსი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველო იქცევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონიმიკის მქონე ქვეყანად, სადაც გვაქვს ძალიან ლიბერალური რეგულაციები და შედარებით დაბალი ტარიფები ენერგორესურსებსა და კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პარტნიორობაში საქართველო შეასრულებს მნიშვნელოვან როლს. ევროკავშირთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების განმტკიცების კვადაკვალ, ჩვენ ასევე ვცდილობთ ურთიერთობების გაუმჯობესებას ჩვენს მეზობლებთან, რუსეთის ჩათვლით. რასაკვირველია, ჩვენ უნდა შევამციროთ პოლიტიკური დაძაბულობა და მივცეთ ყველა ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ჩათვლით, ნაკლებად დაძაბულ გარემოში განვითარების შესაძლებობა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



მისივე თქმით, ეკონომიკური აბრეშუმის გზის აღდგენა და ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" ახალ ბიძგს აძლევს ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას.


მართლაც, ევროპას სჭირდება ჩინეთისა და აზიის ქვეყნების დინამიურობა, ხოლო აზიის ქვეყნებს სჭირდებათ ევროპული ტექნოლოგიები და ნოუ-ჰაუ.

 

ეს არის სხვადასხვა მარშრუტების ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. რაც შეეხება საქართველოს, ახლახან, ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი ინფრასტრუქტურისა და რკინიგზის მოდერნიზაციის მიზნით. შენდება გზატკეცილები. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეზობლებთან, ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა შევიმუშაოთ სამხრეთ-კავკასიური დერეფნის მართვის ერთიანი მიდგომა. ახლახან, განხორციელდა პირდაპირი სარკინიგზო რეისები სინძიანის პროვინციიდან ევროპაში, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით და შემდეგ, შავი ზღვის ან თურქეთის გზით. ასე რომ, ეს მიმარულება ძალიან სწრაფად ვითარდება და სახეზეა მზარდი მოთხოვნა. სინძიანის პროვინციიდან მატარებელი თბილისში ჩავიდა 7 დღეში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინეთიდან მომავალ მატარებელს დასჭირდება 10-11 დღე ევროპაში (მაგალითად, კონსტანცაში ან ბურგასში) ჩასასვლელად. შესაბამისად, კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ პროდუქციის ინტენსიურ ტრანსპორტირებას ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით, დაზოგავენ სამუშაო კაპიტალთან დაკავშირებულ ხარჯებს, რის წყალობითაც საგრძნობლად გაიზრდება ამ მარშრუტის კონკურენტუნარიანობა. მეორე მხრივ, ლაპარაკი არ არის მარშრუტებს შორის მეტოქეობაზე. ეს არის მეგობრული კონკურენცია, რომელიც, ჩემი აზრით, ზრდის ეკონომიკურ დინამიურობას ევრაზიის მთელ კონტინენტზე და ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ეს არის პარტნიორობის პროექტი. ეს უფრო პარტნიორობის პროექტია, ვიდრე კონკურენციის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016