reportiori.ge - ლონდონის სასამართლოს დასკვნით, ლიტვინენკოს მკვლელობა, სავარაუდოდ, პუტინის თანხმობით მოხდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:11
მსოფლიო
ლონდონის სასამართლოს დასკვნით, ლიტვინენკოს მკვლელობა, სავარაუდოდ, პუტინის თანხმობით მოხდა
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 16:08


ლონდონის სასამართლოს დასკვნის მიხედვით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანხმობით მოხდა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის წევრებს ლიტვინენკოს მკვლელობის მოტივები გააჩნდათ:


 

„სავარაუდოდ, ლუგოვოიმ მოწამლა ლიტვინენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მითითებით, პატრუშევისა და პუტინის თანხმობით", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.


დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წელს პოლონიუმით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ბრიტანელი გამომძიებლები მთავარ ეჭვმიტანილებად რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებს ანდრეი ლუგოვოისა და დიმიტრი კოვტუნს მიიჩნევდნენ.


ლიტვინენკოს საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა, ანდრეი ლუგოვოიმ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები აბსურდულია.


ლონდონის სასამართლოს მიერ ლიტვინენკოს საქმესთან დაკავშირებით დასკვნის გამოქვეყნებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სერგეი ლავროვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოსკოვი ლიტვინენკოს საქმესთან დაკავშირებით ობიექტურ და მიუკერძოებელ დასკვნას არც ელოდა.


„ლონდონმა ლიტვინენკოს სიკვდილის წმინდა კრიმინალური საქმის პოლიტიზირება მოახდინა, რითაც რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების საერთო ატმოსფეროს ჩრდილი მიაყენა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016