reportiori.ge - რა საკითხებზე იმსჯელა ზვიად კვაჭანტირაძემ თეა წულუკიანთან და ნინო გვენეტაძესთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:02
პოლიტიკა
რა საკითხებზე იმსჯელა ზვიად კვაჭანტირაძემ თეა წულუკიანთან და ნინო გვენეტაძესთან
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 19:05


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან შეხვედრისას, მხოლოდ სასამართლო რეფორმასა და მასთან დაკავშირებით ინიცირებულ პროექტზე იმსჯელეს.


კვაჭანტირაძის სამუშაო კაბინეტში გამართულ შეხვედრაში უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.


ქვეყანაში საერთო სასამართლოების რეფორმების გაგრძელება აქტუალურია. ამას ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მთავრობის მხრიდან არის ინიცირებული, მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტშია განხილული. დღეს ჩვენი ინიციატივით შეკრება შედგა და დიდი მადლობელი ვართ ნინო გვენეტაძის, რომელმაც გამოთქვა სურვილი, შეხვედრაზე შემოგვერთებოდა. კანონპროექტი თავიდან ბოლომდე დეტალურად განვიხილეთ, რადგან გვინდა, შეჯერებული და სიცოცხლისუნარიანი იყოს. სასამართლოებში საქმეთა გადანაწილების სისტემის დანერგვის ტექნიკური დეტალებიც კი განვიხილეთ. ასევე განვიხილეთ სამწლიანი პრობაციის ვადის დეტალები, სად რა არის აუცილებელი და მიზანშეწონილი, რომ განვახორციელოთ", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.



მისი თქმით, შეხვედრაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნების თემას არ შეხებიან. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016