reportiori.ge - თეა თუთბერიძე: ვანო მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი აღმოჩნდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:49
პოლიტიკა
თეა თუთბერიძე: ვანო მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი აღმოჩნდა
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 13:03

თავისუფლების და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორის თეა თუთბერიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ექს-პრემიერი, ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო.


ამის შესახებ თუთბერიძემ დღეს frontnews-ის პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა და დასძინა, რომ მისთვის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერისთვის სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების გუნდის შიდა დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესები გადაყვა.


„ნებისმიერ დროს რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოს ხელისუფლებაში, ეკლესიაში, ოპოზიციაში ყოველთვის ჰყავდათ აგენტი. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი აღმოჩნდა ის, ვისზეც ყველაზე ნაკლებად, ან საერთოდ ვერ ვიფიქრებდი მსგავსს. ასეთი ადამიანი ვანო მერაბიშვილი აღმოჩნდა. ბუნებრივია, რუსეთის სპეცსამსახურებს ძლიერი პოლიტიკური ფიგურები ესაჭიროებოდათ და საქმეს რიგით, ფორმალურ პოლიტიკოსებთან არ დაიჭერდნენ. რომ არა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა, სხვა რა უნდა იყოს იმის მიზეზი რასაც პოლიციელები სჩადიოდნენ?! ეს ყველაფერი წარმოუდგენელია ზემდგომის გარეშე ხდებოდეს. რომელ პოლიციელს შეუძლია დამოუკიდებლად ისეთი ქმედებების ჩადენა, რაც ვიდეოკადრებზე ვნახეთ?! სამწუხაროდ, სააკაშვილს ყველაზე ნაკლებად ვინც შეიძლებოდა წარმოედგინა, სწორედ ის აღმოჩნდა მტერთან შეკრული",- განაცხადა თეა თუთბერიძემ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016