„სააკაშვილი, ადეიშვილი და ყველა გაქცეული დამნაშავე ყურით უნდა ჩამოათრიონ!"- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემა „პრიორიტეტში" წინა ხელისუფლების დროს მომხდარ მკვლელელობებზე საუბრისას.
ინაშვილის თქმით არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის პერიოდში ბევრი გამოსაძებელი საქმე თაროებზე შემოდეს, რამაც დღევანდელი პროკურატურის მუშაობა სულ მცირე, ხუთი წლით დახია უკან.
„ძალიან კარგად ვიცი რა ხდებოდა კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს. მაშინ 22 000-ზე მეტმა მოწმემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა, ჩვენება მისცა და ყველა ეს მოწმე დაწვა მაშინდელმა პროკურატურამ. ყველა ამ მოწმის ჩვენებები მიდიოდა იმ ადამიანებთან, ვისაც ისინი ამხელდნენ.
ხდებოდა საქმეების მიჩუმება, გახმაურებული საქმეების თაროებზე შემოდება. როდესაც ჩავატარეთ დიდი აქცია და მთავარი პროკურორის გადაყენება მოვითხოვეთ, მაშინ კბილაშვილი შეგვხვდა. მან მითხრა, რომ ისინი გამოძიებას იწყებდნენ, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები აჩერებდნენ.
კბილაშვილი უნდა დააპატიმრონ და პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე. თუ სიმართლე გინდათ ნაცვლიშვილმაც უნდა აგოს პასუხი. ამ საქმეების შეფერხებისთვის უნდა აგონ პასუხი, რადგან დღევანდელი პროკურატურა ხუთი წლით უკან დაწიეს. დღეს ბევრი საქმე გამოძიებული იქნებოდა, ვაზაგაშვილიც ცოცხალი იქნებოდა და ხარძიანიც, მაშინ რომ პროკურატურას სათანადო ნება გამოეჩინა."- განაცხადა ინაშვილმა.