reportiori.ge - მამუკა ვასაძე: ხარძიანის მკვლელობის დამკვეთებს გამოძიება მალე დაადგენს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:10
სამართალი
მამუკა ვასაძე: ხარძიანის მკვლელობის დამკვეთებს გამოძიება მალე დაადგენს!
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 23:03


მთავარი პროკურორის მოადგილემ მამუკა ვასაძემ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გადაცემა „პრიორიტეტში" ისაუბრა. ვასაძის განცხადებით, გამოძიება ხარძიანის მკვლელობის დამკვეთებამდე მალე გავა და საზოგადოება ამის შესახებ ახლო მომავალში შეიტყობს.



„შემსრულებლების მხრიდან მოტივი იყო ანგარება, ამ შემთხვევაში მე საუბარი მაქვს ორ ბრალდებულზე, რომლებმაც უშუალოდ შესრულეს ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა, მათი მოტივი გასაგებია, ანგარებით არის ეს ყველაფერი ჩადენილი. მოტივი განპირობებულია იმით, რომ კონკრეტულ პირებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ბესიკ ხარძიანთან, მათ არ აკავშირებდათ პირადი ურთიერთობა, არც მეგობრობა, არც ბიზნეს-ინტერესი და ასე შემდეგ.

რაც შეეხებათ დამკვეთებს, გამოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიებზე, გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ალბათ ძალიან მალე  ჭეშმარიტებას დავადგენთ და ბუნებრივია, საზოგადოებას დეტალურად წარვუდგენთ ინფორმაციას.

 

გამოძიებამ დღეს ინფორმაცია გაამჟღავნა იმიტომ, რომ ფაქტობრივად ცხრათვიანი ვადა ბრალდებულად ყოფნის იწურებოდა, სამართლებრივად ჩვენ საქმე სასამართლოში გავგზავნეთ კონკრეტული ბრალდებულების მიმართ და ბუნებრივია, ამ ინფორმაციის შენახვა ვერ განხორციელდებოდა, თუმცა ეს არ აზიანებს გამოძიების ინტერესებს, ჩვენ ვმუშოაბთ სხვადასხვა ვერსიებზე და მიმართულებებზე, მაგრამ ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას კონფიდენციალურად დავტოვებთ", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016