მსოფლიო
კაიროში პირამიდებთან ახლოს მომხდარ აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა
22 იანვარი, 2016. 11:58
„როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, პირამიდებთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი პოლიციელია. ასაფეთქებელი მოწყობილება იმ ტერიტორიაზე გააქტიურდა, სადაც პოლიცია ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაციისთვის ემზადებოდა.
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, როდესაც უსაფრთხოების ძალები იმ შენობასთან მივიდნენ, სადაც სპეცოპერცია უნდა ჩატარებულიყო, მოულოდნელად აფეთქება მოხდა.
ეგვიპტეში ისლამისტი მებრძოლები სამხედროებისა და პოლიციის წინააღმდეგ თავდასხმებს ხშირად აწყობენ მას შემდეგ, რაც 2013 წელს ქვეყნის არმიამ პრეზიდენტი მუჰამედ მურსი გადააყენა.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40