reportiori.ge - მალხაზ სალაყაია: ხარძიანის ოჯახი გამოძიებით კმაყოფილია, თუმცა ელოდება, გაიგოს, ვინ შეუკვეთა მკვლელობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:54
სამართალი
მალხაზ სალაყაია: ხარძიანის ოჯახი გამოძიებით კმაყოფილია, თუმცა ელოდება, გაიგოს, ვინ შეუკვეთა მკვლელობა
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 12:37


ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხარძიანების ოჯახი გამოძიებით კმაყოფილია, თუმცა ელოდება, გაიგოს, თუ ვინ იყო ოჯახის მტერი და ვინ შეუკვეთა ხარძიანის მკვლელობა.



აღნიშნული პირები წარსდგებიან გამოძიების წინაშე. დანაშაულის ჩამდენები, რა თქმა უნდა, არ დადიოდნენ და არ აცხადებდნენ იმის შესახებ, რომ ისინი ხარძიანის მოსაკლავად გამოგზავნეს. გამოგზავნეს და ხელშეწყობას ითხოვდნენ. ისინი კონსპირაციულად და მოხერხებულად მოსახლეობასთან შერწყმულად ცხოვრობდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისში, რათა წარმატებით შეესრულებინათ ის, რაც შეასრულეს. აქედან გამომდინარე, მოტივს და დამკვეთებს გამოძიება გამოიკვლევს. ამით საქმე არ დასრულებულა", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.




ადვოკატმა კითხვაზე- თუ რა ვერსიებზე მუშაობს ამჟამად გამოძიება და ფიგურირებს თუ არა საქმეში კვლავ გია უდესიანის გვარი, განაცხადა, რომ პროკურატურა აბსოლუტურად ყველა ვერსიაზე მუშაობს, თუმცა ვერც ერთ ვერსიას ის ვერ დააკონკრეტებს.



ადვოკატის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მკვლელებს ჰყავდათ საქართველოში თანამზრახველები.


გამორიცხვა იმისა, რომ მათ ჰყავდათ თანამზრახველები, არ შეიძლება. ამის განცხადების საშუალებას გვაძლევს ის, რომ მარშრუტით, რომელიც გამოქვეყნდა, კარგად ჩანს, რომ მათ კარგად იცოდნენ ხარძიანის პიროვნება, მისი სოციალური კავშირები და ასევე იარაღის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ დაასრულეს წარმატებით" ის, რაც დაასრულეს", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016