reportiori.ge - დავით ბაქრაძე: არასრულწლოვანთა და ბავშვთა უფლებები 2016 წელს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:27
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: არასრულწლოვანთა და ბავშვთა უფლებები 2016 წელს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 13:19


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატებს ასოცირების დღის წესრიგის 2016 წლის სამოქმედო გეგმას აცნობს, განაცხადა, რომ არასრულწლოვანთა და ბავშვთა უფლებები 2016 წელს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.



2016 წლის გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით მთავრობას აქვს ხედვა. ამ ხედვის ფარგლებში მნიშვნელოვან მიმართულებად მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა მოიაზრება. ასევე სისხლის სამართლის კოდექსის" ლიბერალიზაციის, მოსამართლის დისკრეციის გაზრდის, ნათელი და განჭვრეტადი სისხლის სამართლის ნორმების ფორმირების მიზნით ცვლილებების პროექტის მომზადება. ასევე არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის განახლებული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება. არასრულწლოვნები და ბავშვთა უფლებები ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება 2016 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხზე არაერთი ღია მსჯელობა გვქონდა, მათ შორის 2015 წლის შესრულების კონტექსტში სამოქალაქო სექტორთან. ეს სწორედ მათი ინიციატივით განისაზღვრა ერთ-ერთ პრიორიტეტად. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება 27 იანვარს იგეგმება, ის უკვე ამოქმედებულია ბევრი მიმართულებით, მათ შორის ბავშვთა უფლებების კუთხით გასულ კვირას მთავრობას ჰქონდა შესაბამისი მნიშვნელოვანი ინიციატივები", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016