საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლარის კურსის დაცემა ნავთობის ფასის ვარდნას და პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურებას უკავშირდება.
„ლარის კურსის ვარდნა, ძირითადად, გამოწვეულია ნავთობის ფასის დაცემისგან და ასევე პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრად გაუარესებიგან, რომელიც მომდინარეობს ისევ ნავთობის ფასის დაცემისგან. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან ლარის კურსი უფასურდება გაცილებით ნაკლებად, ვიდრე ჩვენს პარტნიორ და ახლო მდებარე ქვეყნებში. გაუფასურებაზე მოქმედებს ის პანიკაც, რომელიც მოსახლეობაშია. ამასთან, რომ არა თვითონ მთავრობის ყოველდღიური კონტრზომები ეროვნულბანკთან ერთად, შესაძლებელია, უფრო უარესი მდგომარეობა იყოს", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.