reportiori.ge - არასრულწლოვანზე ქორწინების გამო, სისხლის სამართლის საქმე კიდევ ერთ პირზე აღიძრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:43
სამართალი
არასრულწლოვანზე ქორწინების გამო, სისხლის სამართლის საქმე კიდევ ერთ პირზე აღიძრა
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 14:29


აჭარის პროკურატურამ არასრულწლოვანთან ქორწინების გამო 25 წლის მარად პაქსაძის წინააღმდეგ საქმე აღძრა. პაქსაძეს კი სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მარად პაქსაძემ აღნიშნა, საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც მიმდინარე წლის 15 იანვარს ახალშობილი შვილი საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა. მისი თქმით, მას საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობენ ან შესაძლოა, პირობითი სასჯელიც დაეკისროს.


„ცოლი 2015 წელს სიყვარულით, ნებით, ნიშნობითა და ქორწილით მოვიყვანე. ხელვაჩაურის სასამართლოში ვარ დაბარებული. ალბათ, ჯარიმას დამაკისრებენ და პირობით სასჯელს მომცემენ. ჯარიმას ვერ გადავიხდი, პირობითის შემთხვევაში კი თურქეთში ვეღარ გადავალ, ვერ ვიმუშავებ და ოჯახს ვეღარ ვარჩენ. ჩვენი წინაპრებიც ადრეულ ასაკში ქორწინდებოდნენ, მრავლდებოდა ერი და ამით არაფერი შავდებოდა. არსებული კანონის შესახებ მე არაფერი ვიცოდი, რომ გამეთვალისწინებინა", - აღნიშნა მარადი პაქსაძემ.


პრესკონფერენციას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ესწრებოდა. უფლებადამცველი პაქსაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს.


თამაზ ბაკურიძე ხელისუფლებას მიმართავს, 2015 წლამდე დაფიქსირებული ქორწინებების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეები არ აღიძრას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016