„აპირებს თუ „გაზპრომის" საკითხზე პარლამენტში მისვლას", - ჟურნალისტების მიერ დასმულ ამ შეკითხვას ენერგეტიკის მინისტრმა უპასუხა და განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა შოუს დადგმა მისი პარლამენტში მისვლით, თუმცა ის თანახმაა, ამ შოუში მიიღოს მონაწილეობა.
„პარლამენტში მისვლაზე გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვარ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანთან, ექსპერტები იქნებიან ესენი, არასამთავრობოები თუ სხვა, ამ კონკრეტულ თემაზე შესახვედრად. ასევე პარლამენტში აუცილებლად მივალ. ცხადია, მათ უნდათ შოუს დადგმა. მე თანახმა ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ შოუში, თუმცა, როდესაც დრო მექნება, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვაცნობებ მათ და არა როდესაც ბატონი წიკლაური ნაბახუსევზე გაიღვიძებს და მოინდომებს კალაძის მისვლას პარლამენტში. ამას მე გადავწყვეტ, როდის უნდა მივიდე", - განაცხადა კახა კალაძემ.