reportiori.ge - იანოშ ჰერმანი: საქართველოს მთავრობა რთულ პირობებში უზრუნველყოფს ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელ მიწოდებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:39
პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: საქართველოს მთავრობა რთულ პირობებში უზრუნველყოფს ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელ მიწოდებას
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 15:26


საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება.



ჩვენ ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. პირველი საკითხი იყო საქართველოს კავშირები გაზპრომთან" და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან გაზის მიწოდების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი შეეხებოდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის ენერგოსექტორში არსებულ თანამშრომლობას. ეს არ იყო ჩემი პირველი შეხვედრა მინისტრ კალაძესთან", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.



ჰერმანმა კითხვაზე - თუ რა ინფორმაციას ფლობს „გაზპრომის" წარმომადგენლებსა და კალაძეს შორის ვენაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრმა უნდა გაავრცელოს ინფორმაცია.



ვფიქრობ, ამ კონკრეტული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კალაძემ უნდა გაავრცელოს. თუმცა, მე მაქვს ზოგადი ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მინდა განვაცხადო, რომ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას, ამ შემთხვევაში კი საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს მოსახლეობისა და ეკონომიკური სუბიექტებისთვის ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება.

ჩემი აზრით, ეს არის ის, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს ამ რთულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ პირობებში. მე მესმის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016