reportiori.ge - კახა კალაძე: რუსეთმა შესაძლოა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და სომხეთს ირანიდან მიაწოდოს ბუნებრივი აირი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:21
პოლიტიკა
კახა კალაძე: რუსეთმა შესაძლოა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და სომხეთს ირანიდან მიაწოდოს ბუნებრივი აირი
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 15:48


ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვაზე - რაში აწყობს რუსეთს, ირანიდან მიაწოდოს ბუნებრივი აირი სომხეთს, მაშინ როდესაც ეს უფრო ძვირი დაუჯდება და შეიძლება თუ არა „ეს ჩვენს ჯინაზე გააკეთოს", განაცხადა, რომ ეს არ არის გამორიცხული.



არ გამორიცხავ, რომ რუსეთს სომხეთისთვის ირანიდან გაზის მიწოდება უფრო მეტი დაუჯდეს, ვიდრე საქართველოს გავლით, თუმცა, მან მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს.


რუსეთს რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, სომხეთი ბუნებრივი აირით ირანიდან მოამარაგოს.


დღესაც აწვდის გაზს, თუმცა არა მთლიანი მოცულობით, რაც სომხეთს სჭირდება, თუმცა დამატებით ერთი მილიარდი შეუძლია მიაწოდოს სომხეთს ირან-სომხეთს შორის არსებული გაზსადენის მეშვეობით. გარკვეული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ კი, მათ აქვთ რეალური შესაძლებლობა, სრულად დააკმაყოფილონ სომხეთის ბაზარი ირანიდან მიწოდებული ბუნებრივი აირით. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ ელექტროენერგიის თვალსაზრისით გარკვეულწილად დამოკიდებული ვართ რუსეთზე, შემოგვაქვს ელექტროენერგია, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ყველაზე მაღალია მოხმარება და რეგიონში არსებულ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე საუკეთესო ფასია დადებული ელექტროენერგიაზე რუსეთის მხრიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016