reportiori.ge - „ბესარიონ გუგუშვილმა შემაჩერა: ეს რომ გააკეთო, შენზე იტყვიან, ჯერ პრეზიდენტი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლაო“…
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:20
პრეს-დაიჯესტი
„ბესარიონ გუგუშვილმა შემაჩერა: ეს რომ გააკეთო, შენზე იტყვიან, ჯერ პრეზიდენტი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლაო“…
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 16:29


Du sublime au ridicule il n'y a qu'un pas : № 3


დევნილი ხელისუფლების პრემიერ- მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელი კომისიის დასკვნის ნაწილს ეხმაურება: 

 

„საქართველოს ანტიეროვნული რეჟიმის პროკურატურის გველობაზე, კორუმპირებულობასა და გაიძვერობაზე საკმაოდ ბევრი იწერება ქართულ მასმედიაში - მაგრამ აქ და ახლა გვინდა შევჩერდეთ მათს გამორჩეულ უხეშ და შხამიან პროვოკატორობაზე.


„კოკოს კომისიის" დოკუმენტებში ვკითხულობთ:


შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძის 2004 წლის 27 აპრილის დამატებითი ჩვენებიდან:


„პრეზიდენტს სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა. მე, როდესაც პრეზიდენტი ასეთ მდგომარეობაში ვნახე, მომენტალურად გადავწყვიტე თავის მოკვლა. გავიქეცი ჩემს ოთახში, ავიღე ავტომატი, მოვირბინე პრეზიდენტის ცხედართან ახლოს, ჩავიმუხლე, ავტომატის ლულა მივიდე ნიკაპის ქვემოთ და როდესაც ხელი უნდა დამეჭირა სასხლეტისათვის ბესარიონ გუგუშვილმა შემაჩერა, მითხრა: ეს რომ გააკეთო, იტყვიან, ჯერ პრეზიდენტი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლაო. მე ამ სიტყვებმა გონს მომიყვანა."


ახლა დააკვირდით, როგორ გველურად, უნამუსოდ და უსინდისოდ გადააკეთა ანტიეროვნული რეჟიმის პროკურატურამ თავის შეკითხვებში ბაჩუკი გვანცელაძის ზემოთმოტანილი გულწრფელი და გულუბრყვილო სიტყვები...


იხ: ამონარიდი პროკურატურის 35-ე შეკითხვიდან :


ინგლისურის მცირედმცოდნეებისთვის - გთავაზობთ ქართულ თარგმანს:


35 ... „ჰქონდა თუ არა შალვა გვანცელაძეს თვითმკვლელობის მცდელობა? შეაჩერა თუ არა მან (გუგუშვილმა) იგი ამის გაკეთებისგან? უთხრა თუ არა მან (გუგუშვილმა) გვანცელაძეს არ ჩაედინა ეს (თვითმკვლელობა), რადგანაც ამ შემთხვევაში მას (გუგუშვილს) დაბრალდებოდა პრეზიდენტის მკვლელობა?"


აი, ასე დაამახინჯა სულით მახინჯმა პროკურორმა გვანცელაძის გულიდან ამოსული სიტყვები:  „ბესარიონ გუგუშვილმა შემაჩერა, მითხრა: ეს რომ გააკეთო, (შენზე) იტყვიან, ჯერ პრეზიდენტი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლაო"...


ნუთუ, ამ ბინძური აზროვნების შემყურე და დამნახავი კიდევ დარჩებიან ადამიანები, რომელბიც ბ.გუგუშვილს მოსთხოვენ რაიმე ურთიერთობა ჰქონდეს ამ გველებთან და მით უმეტეს მონაწილეობა მიიღოს მათ მიერ მოწყობილ „დაკითხვაში"?


თუმცა - ალბათ დარჩებიან ასეთებიც - ისეთივე უტიფარი სინდის-ნამუს გარეცხილები, როგორიც „პროკურატურის" შეკითხვების შემთხზველებია...



https://www.facebook.com


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016