ევროპარლამენტმა საქართველოში კონკრეტული საქმეების განხილვის მიზნით, შესაძლოა, ექსპერტთა მისია გამოგზავნოს.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით გუშინ მიიღო საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც ევროპარლამენტი მხარს უჭერს საერთაშორისო ექსპერტთა მისიის გამოგზავნის შესახებ თავად საქართველოს მთავრობის იდეას.
„ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის იდეას ექსპერტთა მისიის გაგზავნის შესახებ, რომელიც მაღალი დონის მრჩევლებს, ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისგან იქნება დაკომპლექტებული იმისათვის, რომ განიხილონ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საქმე", - ნათქვამია დოკუმენტში.
იმ საქმეების სასამართლო განხილვებზე მონიტორინგის განხორციელების წინადადებით, რომლებზეც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არსებობს, უცხოელ პარტნიორებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.