reportiori.ge - ზვიად კვაჭანტირაძე: მზად ვართ, მწვანე შუქი ავუნთოთ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესის მონიტორინგს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:37
პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძე: მზად ვართ, მწვანე შუქი ავუნთოთ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესის მონიტორინგს
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 17:24


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელიც მედიას ეხება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის, მწვანე შუქი აუნთოს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პროცესის მონიტორინგს.



თავიდანვე, როდესაც რუსთავი 2"-ის ირგვლივ მოვლენები წამოიწია, ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და საერთაშორისო საზოგადოებას მივმართეთ, რათა სასამართლო პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე გაგვეხადა. ყველა კარი იყო ღია, რათა იმ პროცესებისთვის, რაცრუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარეობდა, საზოგადოებრივი მონიტორინგი გაეწიათ. ჩვენ ახლაც მზად ვართ, მწვანე შუქი ავუნთოთ ასეთ მონიტრინგს და რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს, აბსოლუტურად გამჭვირვალე იყოს", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძე.



ევროპარლამენტმა საქართველოში კონკრეტულ საქმეებზე დაკვირვების მიზნით, შესაძლოა, ექსპერტთა მისია გამოგზავნოს.



ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის იდეას ექსპერტთა მისიის გაგზავნის შესახებ, რომელიც მაღალი დონის მრჩევლებს, ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისგან იქნება დაკომპლექტებული იმისთვის, რომ დააკვირდეს რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ საქმეს", - აღნიშნულია დოკუმენტში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016