მსოფლიო
ეგეოსის ზღვაში 42 მიგრანტი დაიღუპა
22 იანვარი, 2016. 17:40
„BBC"-ის ცნობით, ეგეოსის ზღვაში 42 მიგრანტი დაიღუპა. ლტოლვილები ორი გემით ევროპისკენ მიემართებოდნენ, როდესაც კატასტროფა მოხდა.
ერთ-ერთი გემი საბერძნეთის პატარა კუნძულ კალოლიმნოსთან ჩაიძირა. დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი. მეორე გემი კი კუნძულ ფარმაკონისისთან ჩაიძირა, სადაც კიდევ რვა მიგრანტი გარდაიცვალა.
შარშან ევროპაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მათი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში სწორედ თურქეთის გავლით ეგეოსის ზღვით ჩავიდა.
მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებით დღეს ბერლინში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და თურქეთის პრემიერ აჰმედ დავუთოღლუს შორის შეხვედრა გაიმართება.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40