reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: დავოსში ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:06
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: დავოსში ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა...
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 20:50




საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დავოსში ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა როგორც პოლიტიკოსებთან, ისე ბიზნესმენებთან.


როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მას საქართველოში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა, საფინანსო  ინსტიტუტებმა კი საქართველოს  დახმარება აღუქვეს.



„დავოსში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში არაერთი ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ეს იყო შეხვედრები როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, როგორიცაა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი, შვეიცარიის პრეზიდენტი, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ასევე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი. შეხვედრები ასევე მქონდა სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების და კომპანიების წარმომადგენლებთან. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი. ასევე შევხვდი ბიზნესის წარმომადგენლებს, არაერთ კომპანიას. საუბარი გვქონდა საქართველოში დაგეგმილ რეფორმებზე. მივიღე რამდენიმე საჯარო  დისკუსიაში მონაწილეობა და გავაცანით ჩვენი რეფორმების გეგმა. ძალიან დადებითად იქნა აღქმული ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებმა აღგვითქვეს დახმარება ამ რეფორმების განხორციელებაში. ეს გეგმა, როგორც უკვე გამოვაცხადეთ, არის საგადასახადო ლიბერალიზაცია, მმართველობის სისტემის რეფორმა, ინფრასტრქტურული და რეგიონული განვითარების დაჩქარება და განათლების რეფორმები. ჩვენ შევხვდით ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს ტონი ბლერს, რომელთანაც ასევე განვიხილეთ რეფორმების გეგმა და სავარაუდოდ ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით. ჩვენ ასევე შევხვდით NATO- გენერალურ მდივანს და ვისაუბრეთ ვარშავის სამიტამდე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესი დაფიქსირდეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016