როგორც საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ვიზიტს გეგმავს.
კვირიკაშვილი ალიევს „გაზპრომთან" მოლაპარაკებების თემაზე დავოსში შეხვდა, თუმცა, როგორც პრემიერმა განაცხადა, გაზის მოწოდების საკითხზე საუბარი არ ჰქონია.
"ერთადერთი, რაც აღვნიშნეთ, რომ ეს არის სუფთა, ტექნიკური ხასიათის საკითხი. აბსოლუტურად არანაირი გაუგებრობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის არ არსებობს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური განწყობა, რომ იმ საერთო პროექტებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის აბრეშუმის გზის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, ძალიან მნიშვნელოვან, ახალ წყაროს შევქმნით ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის. ასევე შევთანხმდით, რომ ბატონი ალიევი საქართველოს ეწვევა", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.