„კახა პროფესიონალი მწრვთნელია და თავისი თამასა აქვს!"- ასე აფასებს ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებულ კონფლიქტს გადაცემაში 2030.
„კარგი იქნებოდა, ეს შეთანხმება შიგნით მომხდარიყო და საზოგადოებისთვის მერე ეცნობებინათ, მაგრამ თავშეკავება არ მოხდა, რაც სამწუხაროა. კახა პროფესიონალი მწრვთნელია და თავისი თამასა აქვს. მან თავის დროზე მოითხოვა, რომ სამუშაოს იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ შესაბამისი ანაზღაურება ექნებოდა. ეს შეთანხმება მოხდა და კონტრაქტს ხელი მოაწერა. ახლა ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, რომელსაც თავისი ვალდებულება აქვს და კონტრაქტს უნდა გადახედოს. კახას თავიდანვე უნდა განესაზღვრა, რომ ეს ცვლილებები იქნებოდა". - აცხადებს ყაველაშვილი.