ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით წინასაარჩევნო პროცესში საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება, რადგან კოალიცია „ქართულ ოცნებას" საზოგადოებამ მხარი მხოლოდ კოალიციის სწორი და ეფექტური პოლიტიკის გამო დაუჭირა.
როგორც ვოლსკიმ გადაცემაში „პოლიტიკა" აღნიშნა, მას არ ახსოვს თათბირი, სადაც ივანიშვილს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიეღოს, რადგან ყოფილი პრემიერ- მინისტრი საზოგადოებისა და მისი თანაგუნდელების აზრით ყოველთვის ინტერესდება და პატივს სცემს.
„ზუსტად გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს აქტიურ მონაწილეობას. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ძლიერი ფიგურა და გაცილებით უფრო ძლიერი გახდა მას შემდეგ, რაც ამ თემაზე საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გაიარა. მისი აზრი მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მე არ მახსოვს ივანიშვილთან ჩატარებული თათბირი, როდესაც იგი ერთპიროვნულად და სხვისი მოსმენის გარეშე წყვეტდა საკითხებს", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.