ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი გადაცემაში „პოლიტიკა" „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს, სადაც კობახიძემ აღნიშნა, სასურველია პარლამენტში ნაკლები მსახიობები და სპორტსმენები იყვნენ.
ვოლსკის თქმით, ასეთი განცხადებების გაკეთება საწყენია.
„თემა მსახიობებზე და სპორტსმენებზე აგორდა, თორემ ვფიქობ საუბარი იყო ჭარბ რაოდენობაზე და შურაცხყოფილად იგრძნეს თავი არა პარლამენტარებმა, არამედ ადამიანებმა, რომლებიც გარეთ არიან.
პარლამენტი უნდა იყოს დაბალანსებული. არ ვეთანხმები იმას, რომ ხელოვანი ადამიანი პარლამენტში არ უნდა იყოს, მოცეკვავე პარლამენტში კი არ ცეკვავს. აქედან გამომდინარე მე არ ვარ, როგორ ამბობენ ხოლმე? „პოლიტიკური ცხოველი", რომელიც მუშაობს ნებისმიერ ამომრჩეველზე. რეალობა არის ის, რომ ადამიანური თვალსაზრისით ასე საუბარი საწყენია."- განაცხადა ვოლსკიმ.