reportiori.ge - გუბაზ სანიკიძე: „საქართველოს დელეგაციებმა უნდა გამოიღვიძონ, ფობიები მოიხსნან და აქტიურად იმოქმედონ!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:30
პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძე: „საქართველოს დელეგაციებმა უნდა გამოიღვიძონ, ფობიები მოიხსნან და აქტიურად იმოქმედონ!“
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 13:18

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მემკვიდრე არ უნდა იყოს.


„ არ დავიწყებ იმ საკითხებზე საუბარს, თუ რა დააშავა რუსეთის ფედერაციამ, რა დააშავა ოსურმა და აფხაზურმა მხარემ. მინდა შევაფასო ის, თუ რა შეცდომა დავუშვით ჩვენ. ძალიან ხშირად შეცდომა დანაშაულზე უარესია. პირველი ის, რომ წინა ხელუსუფლებამ უაპელაციოდ მოახდინა სამხრეთ ოსეთის აღდგენა. ბატონ გიორგი სიბაშვილს აქ უდევს დოკუმენტი, ე.წ. დროებითი ადმინისტრაციის შესახებ, რომელიც იყო პირდაპირი აღიარება საქართველოს მხარის მიერ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაულია ჩადენილი, რომ არც ერთ საერთაშორისო შეკრებაზე ან მოლაპარაკებაზე, არსად ნახსენები არ იყო „ყაზბეგის ხელშეკრულება", რომელიც დადებული იყო საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელ ბორის ელცინის მიერ. რატომ არ მოხდა ეს, მე ეს შეკითხვა არ მაქვს წინა ხელისუფლებასთან, რადგან მათ პასუხი არ აქვთ, რადგან წინა ხელისუფლების მიერ წელთაღრიცხვა შეიცვალა და ისტორია 2003 წლიდან იწყება. ვთვლი, რომ ჟენევის ფორმატშიც და ნებისმიერი მიმართულებითაც, საქართველოს დელეგაციებმა კეთილი უნდა ინებონ, უნდა გამოიღვიძონ, რაღაცა კომპლექსები და ფობიები მოიხსნას და დიპლომატიურმა კორპუსმა აქტიურად უნდა გამოიყენოს „ყაზბეგის ხელშეკრულება", - განაცხადა სანიკიძემ.


მისივე თქმით, სააკაშვილის შეცდომის შედეგად, ერთი სამხრეთ ოსეთის ნაცვლად ორი სამხრეთ ოსეთი მივიღეთ.


„რუსეთის დღევანდელი ხელისუფალი, იგივე ვლადიმერ პუტინი არის პირდაპირი მემკვიდრე იურიდიულადაც, მორალურადაც და პოლიტიკურადაც ბორის ელცინის. ხოლო ელცინს აღიარებული აქვს სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმება. ხოლო ჩვემა ძვირფასმა პრეზიდენტმა, დღეს მოქმედმა, ეს შეცდომა დაუშვა, ერთი უკანონო სამხრეთ ოსეთის ნაცვლად ორი უკანონო სამხრეთ ოსეთი მივიღეთ", - აღნიშნა სანიკიძემ.


ცნობისთვის, ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით, 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია.


მათ გააფორმეს დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად სცნობს. შეთანხმებაში ყველგან გამოყენებულია „ყოფილი სამხრეთ ოსეთი".


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016