ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად შორენა აბულაძისა და მისი მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო იუსტიციის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
შორენა აბულაძე აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო განყოფილების სატელეფონო კონსულტანტი იყო. იგი აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირებას 2009 წლის 25 ნოემბრიდან გადიოდა.
2010 წლის 2 აგვისტოს კი უწყების ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე დაინიშნა.
2014 წლის 8 მაისიდან მუშაობდა საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის შორენა აბულაძე და 31 წლის ზაზა ხუხუნაიშვილი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გუშინ დილით დაიღუპნენ. შორენა აბულაძე 8 თვის ორსული იყო.