reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:36
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 11:42


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, ტელეკომპანია CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რათა რეგიონი ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის მიმზიდველი გახდეს.



ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ 2008 წლის „ხანმოკლე კონფლიქტის" შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის დონე კვლავ მაღალია. საქართველოს ორი რეგიონის ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის გამო მომხდარ კონფლიქტს ასობით ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთმა კი ორივე რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.



კვირიკაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის დღეს მოქმედებს დიალოგის რამდენიმე ფორმატი, ვაჭრობის სფეროში კი პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.

 

 

ჩვენ ვცდილობთ, შევამციროთ დაძაბულობა რუსეთთან, რათა შევძლოთ მეტი ინვესტიციების მოზიდვა, რადგანაც სტაბილურობა და უსაფრთხოება არის ნებისმიერი ინვესტორის უპირველესი მოთხოვნა.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან შეთანხმებები გააფორმა, რაც ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება.
მაგრამ ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ მიდგომას, გავაგრძელებთ ჩვენი მხრიდან დაძაბულობის შემცირებას. რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი აფასებენ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტ ჰედლი გემბლისთვის (CNBC) დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიცემულ ინტერვიუში.



კითხვაზე, აქვს თუ არა მას რაიმე გზავნილი ვლადიმ პუტინისთვის, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.



რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს არის უმთავრესი პირობა, რომელიც რუსეთმა უნდა დააკმაყოფილოს, რათა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები დაიწყოს.

სიმართლე რომ ვთქვათ, დღესდღეობით ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან სათანადო პოლიტიკურ ნებას ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მიუხედავად ამისა, რუსეთთან ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობების ტრადიციები და არ ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა გადავხაზოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



ინტერვიუში კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კულტურული თვალსაზრისით, ქართველები ევროპელები ვართ, ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016