reportiori.ge - ეკა ბესელია: ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და დამნაშავეები იქნებიან დაკავებულები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:34
სამართალი
ეკა ბესელია: ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და დამნაშავეები იქნებიან დაკავებულები!
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 13:56


ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, პროკურორ ალექსანდრე გოგუაძეს, რომელსაც ფოთში ცეცხლი გაუხსნეს, არავითარი ბიზნესი არ აქვს. ეკა ბესელია განმარტავს, რომ პროკურორს ბევრი პრინციპული და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გამოძიებული და გახსნილი, დანაშაულის მოტივი კი, გამოძიებამ უნდა დაასახელოს.


„ფოთის პროკურორზე თავდასხმა სახიფათო და მძიმე დანაშაულია. ეს უდავოდ ნიშნავს იმას, რომ ეს არ იყო მხოლოდ პერსონალური შეტევა. ეს მთელი ინსტიტუციისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა მთელი ძალების მობილიზებით ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს დანაშაული გახსნას. ამ დროისთვის, კონკრეტული ვერსია არ სახელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და დამნაშავეები იქნებიან დაკავებულები.


მას არავითარი ბიზნესი არ აქვს. პროკურორს ბევრი პრინციპული და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გამოძიებული და გახსნილი. ბევრი შემთხვევა იყო მისი გამოძიების ქვეშ. დარწმუნებული ვარ, მთავარ კითხვას, ვინ ჩაიდინა და რატომ მოხდა დანაშაული, მოკლე დროში გაეცემა პასუხი", - განაცხადა ბესელიამ.


ფოთის პროკურორ ალექსანდრე გოგუაძეს, რომელიც გრიგოლეთში, საკუთარ სახლში მიდიოდა, 14 იანვარს აკაკის ქუჩაზე ცეცხლი გაუხსნეს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016