reportiori.ge - სიჭინავას დროს ფედერაცია უპროცენტო კრედიტებს გასცემდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:28
სპორტი
სიჭინავას დროს ფედერაცია უპროცენტო კრედიტებს გასცემდა
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 15:02


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშიდან ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის პერიოდში დაახლოებით 800 000 ლარია გაცემული უპროცენტო კრედიტის სახით.


ამის თაობაზე დღეს სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიხეილ მესხის სტადიონის მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


კობიაშვილის განმარტებით, თანხები ფედერაციის აწ უკვე ყოფილ თანამშრომლებზე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელსა და საფეხბურთო კლუბზე გაიცემოდა.


დაახლოებით 800 ათასი ლარია გაცემული უპროცენტო კრედიტებად. ამ თანხის დიდი ნაწილი მსესხებლებს სექტემბერში, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სპეციალური დადგენილებით ჩამოეწერათ", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ კობიაშვილი 2015 წლის 3 ოქტომბერს აირჩიეს სფფ-ის პრეზიდენტად და, გავრცელებული ინფორმაციით, მას ორგანიზაციაში უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა დახვდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016