reportiori.ge - ლევან კობიაშვილი: ჩვენ ყოველთვიურად 120 000 ლარს ვურიცხავთ მწვრთნელს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:53
სპორტი
ლევან კობიაშვილი: ჩვენ ყოველთვიურად 120 000 ლარს ვურიცხავთ მწვრთნელს
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 15:40


უკვე ოფიციალურად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაადასტურა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელ კახა ცხადაძის ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს.


ცნობილი ამბავია, რომ ახალ პირობებზე შესათანხმებლად დაწყებული მოლაპარაკებები ცხადაძემ ჩიხში შეიყვანა და კონფლიქტში სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაადანაშაულა.


სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სპორტის სამინისტროს არაფერი ესაქმება ცხადაძის ხელფასთან. თანხას იხდის ფეხბურთის ფედერაცია - ჩვენ ყოველთვიურად 120 000 ლარს ვურიცხავთ მწვრთნელს", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


სფფ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ამის გარდა, სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრების ანაზღაურება წელიწადში 800 000 ლარს შეადგენს.


აქამდე ეს ციფრები გასაიდუმლოებული იყო და მხარეები კონფიდენციალურობის დაცვით იმართლებდნენ თავს, თუმცა ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ მონაცემები გაასაჯაროვა, რის მიხედვითაც, წელიწადში ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის შენახვა სფფ-ს დაახლოებით 2 240 000 ლარი უჯდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016