reportiori.ge - მკვლელობის საქმეები, სადაც ბიძინა კუჭავას გვარი ფიგურირებს, გამოძიებაში ბრუნდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:44
სამართალი
მკვლელობის საქმეები, სადაც ბიძინა კუჭავას გვარი ფიგურირებს, გამოძიებაში ბრუნდება
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 21:43


 

მკვლელობის საქმეები, სადაც ბიძინა კუჭავას გვარი ფიგურირებს, პროკურატურა გამოძიებაში აბრუნებს.

 

ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, გააკეთა.

 

ეჭვი, რომ ბიძინა კუჭავა წარსულში მომხდარ მკვლელობებში მონაწილეობდა, ყოფილმა სამართალდამცველმა, ირაკლი ფირცხალავამ, სასამართლო პროცესზე გაასაჯაროვა.

 

მსჯავრდებულმა 2 გახმაურებული საქმის - გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობისა და 2007 წელს მოკლული გიორგი მაღალთაძის შესახებ ისაუბრა.

 

ფირცხალავას ინფორმაციით, არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ სამივე მათგანი პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულმა ბიზნესმენმა, ბიძინა კუჭავამ, მოკლა.

 

ირაკლი ფირცხალავას მტკიცებით, სამივე ადამიანი ერთიდაიმავე იარაღიდან თავში გასროლით არის მოკლული და გამოძიებისთვის კვალის არევის მიზნითაც ერთიდაიგივე მეთოდია გამოყენებული.

 

გენერლისა და მისი ცოლის მკვლელობისთვის გამოძიებამ თამაზ გოგია დააკავა, რომელსაც უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. გოგია უკვე 7 წელია, სასჯელს რუსთავის საპატიმროში იხდის. მისი შვილი კი აცხადებს, რომ ბრალდება, რომელიც მამამისს წაუყენეს, უსაფუძვლოა.

 

ბიზნესმენი გოჩა მაღალთაძის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია. მოკლულის მეგობარი ყვება, რომ კუჭავას გოჩა მაღალთაძის ვალი ჰქონდა, რომელიც დღემდე არ მიუცია.

 

 

 

წყარო: რუსთავი2

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016