reportiori.ge - ფონდ "ქართუს" ოპერის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაუჯდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:17
კულტურა
ფონდ "ქართუს" ოპერის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაუჯდა
ავტორი:
24 იანვარი, 2016. 00:56



ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდ „ქართუს" ფინანსური უზრუნველყოფით დაიწყო, რომლის პროექტის მთავარი არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილია.

 

 

შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები, მათ შორის:

  • გამაგრდა ფუნდამენტი და სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა.
  • განახლდა და ამავდროულად, პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს;
  • სრულიად შეიცვალა სცენის ზედა - ქვედა მექანიზაცია;
  • გაფართოვდა საორკესტრო ორმო; დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები;
  • სრულიად შეიცვალა შიდა და გარე ქსელები;
  • რესტავრირება გაუკეთდა და ხელახლა მოოქროვდა დარბაზი;
  • თეატრი სრულად აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით (მათ შორისაა ორი დიდი საკონცერტო სტეინვეის როიალი);
  • სრული რესტავრაცია ჩაუტარდა დარბაზში მაყურებელთა სკამებს;
  • რესტავრაცია ჩაუტარდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით ავსტრიაში დამზადებულ 100 ნათურიან ბროლის ჭაღს;
  • თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით;
  • გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი (მოეწყო მცირე სცენა და საორკესტრო ადგილი);
  • თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე.
  • მსახიობებისთვის გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, ანტრაქტების დროს დასასვენებელი დარბაზი, თანამშრომლებისათვის აშენდა სასადილო;
  • გაფართოვდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეატრის მიმდებარე სკვერს.
  • ფონდ „ქართუს" დაფინანსებით, შეძენილია „პანასონიკის" ფირმის 2 მძლავრი პროექტორი, რომელიც შეამცირებს სპექტაკლების სადადგმო ღირებულებას.

ავსტრიულმა ფირმა „ვაგნერმა" და სერბეთის ფირმამ „სვეტლიოსტმა" დაამონტაჟა თანამედროვე პროჟექტორები განათებისათვის, გერმანულმა ფირმა „ზალცბრენერმა" თეატრი გახმოვანების უახლესი აპარატურით აღჭურვა. 

 

 

სარემონტო სამუშაოები 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა - ამ პროცესში ჩართული იყო „ქართუ ჯგუფის" ასეულობით თანამშრომელი. ჯამურად, სულ ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა.

 

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ კომპანიაში „გერიეცი" სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით, დაიბეჭდა თეატრის ფარდა.

 

 

 

წყარო:  20/30 news

 

 

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016