„საფრანგეთში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" გამოიცემა. სწორედ ამ მიზნით, პარიზში, საქართველოს საელჩოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეკატერინე სირაძე-დელონე, ფრანგ გამომცემელს ლორან მიულერს (გამომცემლობა „arenes") , სცენარისტ ივონ ბერტორელოსა და მხატვარ ალბან გიემუას შეხვდა.
საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" გამოცემა საფრანგეთში. საელჩოს შუამდგომლობით წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა საქართველოს წიგნის ეროვნულ ცენტრსა (დირექტორი მედეა მეტრეველი) და ფრანგულ გამომცემლობა „arenes" შორის.
ერთობლივი პროექტით განსაზღვრულია „ვეფხისტყაოსნის" გამოცემა პარიზში ილუსტრირებული კომიქსების სახით. შეხვედრაზე დაისახა თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. ფრანგულმა მხარემ, პროექტის განხორციელებამდე, ქვეყნის კულტურისა და ადათ-წესების უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოში მოგზაურობის სურვილი გამოთქვა".
წყარო: „კვირა"