ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია „რეპორტიორის" პრესკლუბში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, ბიუჯეტის გარღვევა გამოიწვია წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულმა ეკონომიკურმა გეგმამ.
„რეალურად, ბიუჯეტი პარლამენტში პირველ ოქტომბერს შედის. ახალადრჩეულ მთავრობას მოუწევს ძველი ხელისუფლების მიერ დატოვებული გაანგარიშების განხილვა, რაც რამდენიმე თვეში შეუძლებელია. ამიტომ სჯობს, გაზაფხულზე წარმოდგენილი იყოს სრულყოფილი პროექტი. შარშან, როდესაც არჩევნები დამთავრდა და ახალი მთავრობა დამტკიცდა, მთავრობას ძველი გეგმის მიხედვით გაკეთებული ბიუჯეტის განხილვა მოუწია, რამაც ისინი შეცდომაში შეიყვანა და ვერ გათვალეს ეკონომიკის განვითარების გეგმა. 6% იქნა აღებული მთავარ ბაზად, რამაც შემდგომში დიდი გაუგებრობა გამოიწვია. მეორე მომენტია ის, რომ ძალიან გულუბრყვილობად მიმაჩნია, რომ საკითხის მარტივად გადაწყვეტა შესაძლებელია. ჩვენ თუ გვგონია, რომ თითოეული ადამიანი შეძლებს ყველანაირი სიკეთის მიღებას, ეს შეცდომაა. ფუნდამენტალურად არსებობს ბევრი პრობლემა, რომელიც გადაჭრას მოითხოვს", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.